ლარის კურსი

სებ-მა სავალუტო აუქციონზე კიდევ $40 მილიონი გაყიდა, 2021 წელს სულ $160 მილიონი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3293 ლარი შეადგინა. ეს 2021 წლის მეოთხე სავალუტო ინტერვენციაა. 6 იანვარს27 იანვარს და 18 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა ასევე 40-40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

2020 წელს კი, ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, სებ-მა 26 სავალუტო აუქციონი გამართა და 873 მილიონი დოლარი გაყიდა. 

კომენტარები