ლარის კურსი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3014 შეადგინა. ეს 2021 წლის მესამე სავალუტო ინტერვენციაა. 6 და 27 იანვარს ეროვნულმა ბანკმა ასევე 40-40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

2020 წელს ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, სებ-მა 26 სავალუტო აუქციონი გამართა და 873 მილიონი დოლარი გაყიდა. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ინტერვენციების საჭიროება 2021 წლის პირველ ნახევარშიც იქნება.

კომენტარები