სავალუტო რეზერვები

2021 წლის პირველი ინტერვენცია - სებ-მა ლარის გასამყარებლად 40 მლნ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2998 შეადგინა.

2020 წელს ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა 26 სავალუტო აუქციონი გამართა და 873 მილიონი დოლარი გაყიდა. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ინტერვენციების საჭიროება 2021 წლის პირველ ნახევარშიც იქნება.

კომენტარები