კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში ევრო დოლარზე იაფი ღირს. 23 აგვისტოს შუადღის მონაცემებით, ბანკებში ერთი დოლარის ყიდვა 2.85 ლარად შეგიძლიათ, ხოლო ერთი ევროსი - 2.84 ლარად.
რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ყიდვა 2.82 ლარად არის შესაძლებელი, ერთი ევროსი - 2.80 ლარად.
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7896 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.7910 ლარი. სავალუტო ვაჭრობის ახალი შედეგები ერთ საათში გამოქვეყნდება.