7 თებერვალს საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა ლარის გამყარებით დაიწყო. 13:00 საათზე Bloomberg-ის სისტემაში დოლარის გაცვლითი კურსი 2.9750-დან 2.9293 ლარამდე შემცირდა.
თუკი დღევანდელი ვაჭრობის ბოლოს დოლარის კურსი ამ დიაპაზონში დაფიქსირდება, 2020 წლის შემდეგ ლარი ყველაზე მყარ ნიშნულს მიაღწევს.
ახალ გაცვლით კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.