ოჯახში ძალადობა

ქეთი სვანიძე: როგორც რუსთაველის მსახიობი, მხარს ვუჭერ ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალს

Rustaveli Theatre

რუსთაველის თეატრის მსახიობი ქეთი სვანიძე ნინუცა მაყაშვილის განცხადებას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

"ოჯახური ძალადობის ინსტიტუტი, საუბედუროდ, ყოველთვის იყო და არსებობდა საზოგადოებაში, უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქალებს ამის თაობაზე ღიად საუბარი უჭირთ, რაც, ჩემი აზრით, დაუშვებელია. ძალადობის აღიარება  დღეს შიშის ქვეშ არ უნდა ხდებოდეს და ამაზე ქალები ხმამაღლა უნდა საუბრობდნენ. მე მხარს ვუჭერ ყველა ძალადობის მსხვერპლ ქალს და ვუცხადებ სოლიდარობას.... მე როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, ვგმობ ძალადობას! არა - ძალადობას!" – წერს მსახიობი.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს ადანაშაულებს არაერთგზის ცემაში, მათ შორის, ორსულობისას. მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

ამ ეტაპზე მაყაშვილს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობებმა: ნინო კასრაძემ, რუსკა მაყაშვილმაანა სანაიამ, ანი ბებიამ, გრიგოლ ჟორდანიამ, ნატალია ყულოშვილმა, ლელა მებურიშვილმა, ეკატერინე დემეტრაძემ, თამთა ინაშვილმა; რეჟისორებმა დათა თავაძემ, ელენე მაცხონაშვილმა, მიშა ჩარკვიანმა და სხვებმა.

რუსთაველის თეატრმა ინტერვიუს მიცემიდან მეორე დღეს Facebook-ზე დაწერა, რომ "თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას". თუმცა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა ბესო ზანგურს გამოექომაგა და დაწერა, რომ "ქალებმა 1937 წელი და რეპრესიები დაიწყეს".

კომენტარები