კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 687 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 27 713 ტესტი

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 27 713 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 687 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 327 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.48%, რაც წინა დღეს 3.65% იყო.

ბოლო 14 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელია 1.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.42 %.

ინფიცირების 687 ახალი შემთხვევიდან: თბილისში 351 გამოვლინდა, აჭარაში - 61, იმერეთში - 68, ქვემო ქართლში - 22, შიდა ქართლში - 41, გურიაში - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 84, კახეთში - 18, მცხეთა-მთიანეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 232, საიდანაც 1 984 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 291 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 3 957 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 352 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 63 პაციენტი.

7 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 285 645 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 275 547 გამოჯანმრთელდა, 3 840 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, "მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების მენიუს, რაც გამოვიარეთ". თამარ გაბუნიამ არ გამორიცხა, ორ კვირაში ტრანსპორტის მოძრაობა "ლოკალურად შეიზღუდოს".  


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები