კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: თუ მატება გაგრძელდება, მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების მენიუს, რაც გამოვიარეთ

ჯერჯერობით, ვსაუბრობთ, რომ უკვე დაწესებული ზომების აღსრულების პროცესი გამკაცრდეს. მაგრამ, თუ ტენდენციები ამგვარი მატებით გაგრძელდა, მოგვიწევს, დავუბრუნდეთ ისევ შეზღუდვების იმ მენიუს, რაც გამოვიარეთ და აქედან მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ...

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია გამართულ ბრიფინგზე. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 897 შემთხვევა დადასტურდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 3.65%-ია. 6 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 284 958 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 275 220 გამოჯანმრთელდა, 3 832 კი გარდაიცვალა.

კომენტარები