ვაქცინაცია

NCDC: გასულ 24 საათში კორონავირუსის ვაქცინა 1 077-მა პირმა გაიკეთა, სულ აცრილია – 8 909

ორი აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 8 909 პირია აცრილი. მათ შორის, ბოლო 24 საათში 1 077-მა პირმა გაიკეთა აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

NCDC-ის რეკომენდაციები მათთვის, ვინც ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ, რომელთაც ექნებათ საშუალება, არჩევანი გააკეთონ Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის. Pfizer-ით აცრა 30 მარტიდან დაიწყო.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 24 646 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 529 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 326 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.8 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.73%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 035, საიდანაც 1 756 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 232 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 3 047 - ბინაზე. მძიმე პაციენტია 338 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პაციენტი. 

2 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 282 789 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 273 930 გამოჯანმრთელდა, 3 798 კი გარდაიცვალა.

კომენტარები