ვაქცინაცია

კორონავირუსზე გასულ დღე-ღამეში 1 055 პირი აიცრა

1-ელი აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 7 832 პირია აცრილი. მათ შორის, ბოლო 24 საათში 1 055-მა პირმა გაიკეთა აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

NCDC-ის რეკომენდაციები მათთვის, ვინც ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ, რომელთაც ექნებათ საშუალება, არჩევანი გააკეთონ Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის. Pfizer-ით აცრა 30 მარტიდან დაიწყო.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების  499 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 437 პირი. ჩატარდა 28 712 ტესტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.75 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.64 %.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 845, საიდანაც 1 685 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 265 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 2 895 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 325 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პაციენტი. 

კომენტარები