ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

პოზნერი: თბილისში ჩვენგან საერთოდ არავინ დაჯარიმებულა

ვლადიმირ პოზნერი
12 Kanal

რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი, ვლადიმირ პოზნერი ამბობს, რომ თბილისში არც ის და არც მისი მეგობრები არავის დაუჯარიმებია. პოზნერის კომენტარს რია ნოვოსტი ავრცელებს. 

"თბილისში ჩვენგან საერთოდ არავინ დაჯარიმებულა".- ამბობს პოზნერი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, პოზნერის დაბადების დღეზე ჩამოსული 32 ადამიანი დაააჯარიმეს.

პოზნერმა და მისმა სტუმრებმა მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

ვლადიმირ პოზნერი 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა.

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რუსი სტუმრების სასტუმროში გადასაყვანად რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნის გავლით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და იქ 06:00-მდე იმყოფებოდნენ. ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, მათ კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები