ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

შსს: 32 პირი დავაჯარიმეთ, ვერ გეტყვით, პოზნერი არის თუ არა მათ შორის

ვლადიმირ პოზნერი
YouTube

კორონავირუსის შეზღუდვების დარღვევის გამო რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის დაბადების დღეზე ჩამოსული 32 ადამიანი დაააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე  32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან  9 პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია“ - აცხადებს შსს.

დაჯარიმებულებს შორის უნდა იყოს ვლადიმირ პოზნერიც, რომელმაც ღამე სასტუმრო რუმსი დატოვა და ვინოტელში გადაინაცვლა, საიდანაც 12 საათისთვის პოლიციელების კორდონის გავლით გამოიყვანეს.

რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ პოზნერმა, რომელსაც 87 წელი შეუსრულდა, დაბადების დღის გადახდა საქართველოში გადაწყვიტა და 40 სტუმართან ერთად ჩამოვიდა. მის ჩამოსვლას მოჰყვა სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები. 


ვრცლად დარღვევების შესახებ იხილეთ:

კომენტარები