ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

კობახიძე აბაშიძეზე: მიუღებელ ინციდენტზე პოზიცია დააფიქსირა, რაც იყო აბსოლუტურად სწორი

რა თქმა უნდა, არავითარ თანამდებობიდან გათავისუფლებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. იყო თავის დროზე კონკრეტული ინციდენტი, აბსოლუტურად მიუღებელი ინციდენტი, რომელიც შეასრულა ხოშტარიამ, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს და ამასთან დაკავშირებით ელემენტარულად თავისი პოზიცია დააფიქსირა ზურაბ აბაშიძემ, რაც იყო აბსოლუტურად სწორი. როდესაც ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს უწყობს პროვოკაციას კონკრეტულ ჯგუფს, ეს არის ერთი რომ ორმაგი სტანდარტი, მეორე, ეს არის არაეთიკური ქმედება და ასე შემდეგ, ამაზე ჰქონდა საუბარი ზურაბ აბაშიძეს. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ჩაიკოვსკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტთან, მარკ ზილბერკვიტთან საუბრისას ადამიანებს ვინც პოზნერის ვიზიტი გააპროტესტა, ნაცისტებს უწოდებს. 

კომენტარები