ლიტვა-რუსეთი

ლიტვის პრეზიდენტი ბაიდენს ეთანხმება: პუტინი მკვლელია

გიტანას ნაუსედა
skrastas

ლიტვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეთანხმება აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მკვლელია. 

ჟურნალისტის კითხვაზე, აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენის მსგავსად, შეეძლო თუ არა მას პუტინისთვის მკვლელი ეწოდებინა, მან უპასუხა:

"სამწუხაროდ, დიახ".

მისი თქმით, ლიტვა უბრალოდ არ დარჩება გულგრილი მაშინ, როდესაც ხედავს ადამიანთა უფლებების სასტიკ დარღვევას. 

მან გააკრიტიკა კრემლი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, მსგავსი ოპონენტების "ყველაზე სასტიკი ხერხით" გაჩუმებისთვის და ასევე უკრაინის კონფლიქტის ფონზე მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფისთვის.

ნაუსედამ ასევე გააკრიტიკა ის ზოგიერთი ევროპელი კოლეგა, რომლებიც რუსეთთან მეტ ჩართულობას ესწრაფვის.

ჯო ბაიდენმა abc NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, თვლის თუ არა იგი პუტინს მკვლელად, დადებითად უპასუხა.

18 მარტს ვლადიმირ პუტინმა ბაიდენის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა. "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის". – თქვა მან ჯო ბაიდენზე.

კომენტარები