ლიტვა-რუსეთი

პატარა ყ*ის ენერგია – რუსეთის საელჩო ბელარუსში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრზე

რუსეთის საელჩომ ბელარუსში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანსბერგისი ინტერნეტში გავრცელებული დამამცირებელი ტერმინით მოიხსენია. 

"small dick energy ("პატარა ყ*ის ენერგია")" - დაწერა რუსეთის ფედერაციის საელჩოს ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ზე. შეურაცხყოფა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ჩეხეთისთვის გამოცხადებული სოლიდარობის პოსტს მოჰყვა.

"ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად ლიტვამ გადაწყვიტა, ჩეხეთს სოლიდარობა გამოუცხადოს და რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევოს, მათი საქმიანობის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებლობის გამო". - დაწერა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Twitter-ზე. 

სწორედ ამ სიტყვებს მოჰყვა დამამცირებელი შეფასება ბელარუსში რუსეთის  საელჩოს ოფიციალური გვერდისგან. 

"პატარა დიპლომატის ენერგია, ან პატარა ყ*ის ენერგია. თქვენი გადასაწყვეტია" - ასე შეაფასა საელჩოს გვერდმა ლანდსბერგისის გადაწყვეტილება და მისი პიროვნება.

ტერმინი "small dick energy" - ინტერნეტსივრცეში ხშირად გამოყენებადი დამამცირებელი ტერმინია, რომლითაც შეურაცხყოფას აყენებენ საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანის შეხედულებებს, ქცევებსა და მახასიათებლებს.

აღსანიშნავია, რომ გაბრიელიუს ლანდსბერგისი ცნობილი ლიტველი დისიდენტის, ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილია. ვიტაუტას ლანდსბერგისი კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალური ფონდის ერთ-ერთი დამაარსებელია. ამას გარდა, მან საბჭოთა კავშირის დანგრევაში დიდი როლი ითამაშა. იგი სსრკ-სგან ლიტვის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პარლამენტის პირველი თავმჯდომარე იყო. ვიტაუტას ლანდსბერგისის დიდი დამსახურებაა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ვილნიუსის სისხლიანი კვირის დროს ლიტვის დამოუკიდებლობა აღიარეს. აღიარება ვიტაუტას ლანდსბერგისის მიერ დასავლეთის უმოქმედობის გაუთავებელ კრიტიკას მოჰყვა. 

კომენტარები