აშშ-რუსეთი

პუტინი ბაიდენს: ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის

ვლადიმირ პუტინი
POLITICO

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა abc NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პუტინი მკვლელია და ის აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის პასუხს აგებდა

"ბავშობაში, როცა ეზოში ერთმანეთს ვეკამათებოდით, ვამბობიდთ "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის. ეს შემთხვევითი არ არის. ეს უბრალოდ საბავშვო გამოთქმა და ხუმრობა არ არის. ძალიან ღრმა და ფსიქოლოგიური აზრი დევს. ჩვენ სხვა ადამიანში ვხედავთ საკუთარ თვისებებს და ვფიქრობთ, რომ ის ისეთივეა, როგორიც ჩვენ". - თქვა პუტნმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ბაიდენს ჯანმრთელობაც უსურვა.

პუტინმა აღნიშნა, რომ ყველა ერის ისტორიაში მრავლადაა "დრამატული და სისხლიანი მოვლენები".

"როცა ვაფასებთ სხვა ადამიანებს ან როცა ვაფასებთ სხვა სახელმწიფოებს, ჩვენ ყოველთვითვის თითქოს სარკეში ვიყურებით. იქ ყოველთვის საკუთარ თავს ვხედავთ". - თქვა პუტინმა.


ABC News-თან ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა ჯო ბაიდენს აშშ-ს არჩევნებთან დაკავშირებული ანგარიში უხსენა და ჰკითხა, თუ როგორ აგებს პუტინი პასუხს.

"ის პასუხს აგებს. ჩვენ [ბაიდენსა და პუტინს] ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მას მე კარგად ვიცნობ. როდესაც საუბარი დავიწყეთ, ვუთხარი: მე შენ გიცნობ, შენ კი - მე. თუკი ეს [რუსეთის მიერ აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობა] დადასტურდება, მზად იყავი". – უპასუხა ჟურნალისტს ბაიდენმა. 

ჟურნალისტმა ასევე იკითხა, თვლის თუ არა ბაიდენი ვლადიმირ პუტინს მკვლელად, რაზეც აშშ-ს პრეზიდენტისგან დადებითი პასუხი მიიღო.

ჟურნალისტმა ჯო ბაიდენს ხელმეორედ დაუსვა კითხვა, თუ როგორ აგებს პუტინი პასუხს.

"მალე ნახავ". - უპასუხა ბაიდენმა. 

ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ რუსეთსა და აშშ-ს აქვთ გარკვეული საერთო ინტერესები, რომლებზეც ერთობლივი მუშაობა უწევთ. მსგავს ინტერესად მან ბირთვული შეთანხმება დაასახელა.

ბაიდენის განცხადების შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ამერიკიდან ელჩი, ანატოლი ანტონოვი კონსულტანციების გამოიძახა

კომენტარები