ლიტვა-რუსეთი

ვილნიუსში რუსეთის საელჩოს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

რუსეთის საელჩო ვილნიუსში
nashaniva.com

ლიტვაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს შენობას უცნობმა პირებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს

საელჩოზე შეტევა ორი ღამეა გრძელდება, შედეგად დაზიანებულია ერთ-ერთი კედელი. ამ ეტაპზე არავინ არის დაკავებული, მიმდინარეობს გამოძიება.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე რუსეთის საელჩოებზე თავდასხმები გახშირდა. ტალინში შენობას რამდენჯერმე კვერცხები ესროლეს, ხოლო ბუხარესტში საელჩოს ჭიშკარს მანქანა დაეჯახა, რომელიც შემდეგ აალდა.

ორჯერ მოხდა თავდასხმა რუსეთის საელჩოზე კიშინიოვში: 2022 წლის ოქტომბერში შენობას პეტარდები ესროლეს, ხოლო 2023 წლის აგვისტოში საელჩოს ჭიშკარი მანქანამ შეანგრია.

კომენტარები