კულტურის სამინისტრო

წულუკიანი: მოვისმენ, განსხვავებული აზრი ბუზღუნია, თუ ამის უკან საქმის კეთების სურვილია

"რაც უნდა მეძახდნენ ბერიასა და ფელიქსას, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და იმით, რა დგას ამის უკან". – კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კვლავ იმეორებს, რომ სამინისტროში და კულტურის მოღვაწეთა შორის განსვავებული აზრის შემთხვევაში, კვლავ დაინტერესდება ამ აზრის მიზეზის გარკვევით.

წულუკიანის თქმით, მისი მიზანია გაიგოს, მის მიმართ მიმართული კრიტიკის მიზეზი პოლიტიკური გემოვნებაა, თუ რეალურ პრობლემებზეა დამყარებული.

"ეს არის უბრალოდ ბუზღუნი და უკმაყოფილება, ანუ უფასო კრიტიკა, თუ ეს არის განსხვავებული აზრი. რაც არ უნდა ეს ვიღაცას არ მოწონდეს, რომ მე ამით დავინტერესდები, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ყველა განსხვავებული აზრით დავინტერესდები, დავინტერესდები, რა ტიპის განსხვავებული აზრია ეს, ეს არის უბრალოდ ქართული ოცნებისადმი ჩემი კუთვნილების გამო ზიზღი და კრიტიკა, ანუ უფასო კრიტიკა, რაც ყველას უფლებაა და ამას მე ხელს ვერ შევუშლი, თუ ეს არის განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს საქმის უკეთეს კეთებას“.– თქვა წულუკიანმა


თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად 22 მარტს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც უწყება კიდევ ერთხელ გამოეყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

წულუკიანმა მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა თავისი მოადგილეები წარადგინა. ამავე ბრიფინგზე, მან თქვა, რომ აპირებს კულტურის კოდექსის შექმნას. მისი თქმით, კოდექსის შექმნას სათავეში მისი მოადგილე, იოსებ ბაღათურია ჩაუდგება.


 

კომენტარები