კულტურის სამინისტრო

თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თავისი მოადგილეები წარადგინა. როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა თქვა, მისი პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, მოადგილეები კი სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია იქნებიან.

"კახა სიხარულიძე - ბატონი კახა ჩემთან ერთად იმუშავებს საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც მრავლად არის ამ სამინისტროში და მთლიანად სფეროს, თითოეულ შემოქმედს ჩვენს ქვეყანაში დაეხმარება რომ ქართული კულტურა უფრო მეტად გახდეს ხელმისაწვდომი საერთაშორისო ასპარეზზე. 

სოსო გიორგაძე - ის, როგორც ჩვენ შორის ყველაზე ახალგაზრდა უხელმძღვანელებს, სწორედ ახალგაზრდობის საკითხებს და სპორტის საკითხების კურატორიც იქნება. 

იოსებ ბაღათურია - ის იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს. 

მინდა, ჩემს მოადგილეებს ვუთხრა მადლობა, რომ დათანხმდნენ ამ რთული სფეროს, რთული სამინისტროს ხელმძღვანელობაში ჩემს დახმარებას და ჩვენი ხელისუფლების სამომავლო გეგმების განხორციელებაში მონაწილეობას. მინდა, მათ ვუსურვო წარმატებები". – ამბობს წულუკიანი. 

 

კომენტარები