კულტურის სამინისტრო

თეა წულუკიანი ახლადგამოყოფილ კულტურის სამინისტროს უხელმძღვანელებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. 

პრემიერმინისტრის ბრძანების შესაბამისად, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების  შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.


საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. 79 მომხრე, 0 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. 

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ  თეა წულუკიანი ელისო ბოლქვაძით ჩაანაცვლეს.

კომენტარები