კულტურის სამინისტრო

წულუკიანი: თუ მსახიობი საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს, შევეცდები გავიგო, საიდან მოდის ეს აზრი

თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტის ადა ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პოსტ ტვ-ის ეთერში ისაუბრა მის სამომავლო გეგმებზე კულტურის სამინისტროში. 

თეა წულუკიანი ამბობს, რომ კულტურის სფეროშიც მისი დამოკიდებულება სხვა პარტიის მხარდამჭერი დასაქმებულების მიმართ არ შეიცვლება:  "თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის". – ამბობს თეა წულუკიანი.

თეა წულუკიანი შეეხო იუსტიციის სამინისტროში  გატარებულ წლებსაც და თქვა, რომ მან თავისი მისია შეასრულა, ვინაიდან მის კადრებს "წულუკიანის კადრებს" არ ეძახიან, ამასთან ერთად, მინისტრმა ისიც თქვა, რომ პოლიტიკით დაკავებულ პირებს სამსახური დაატოვებინა.

"ჩემი მისია შევასრულე, თუ ჩემს მოსვლამდე არაერთ თქვენგანს გეძახდნენ ადეიშვილის კადრებს, მე რომ წამოვედი არცერთ მათგანს ეს ეტიკეტი აღარ ჰქონდა და ვერცერთს ვერ ეძახიან წულუკიანის კადრს. ისინი ჩემი მმართველობის პერიოდში იქცნენ საქართველოს საჯარო მოხელეებად და შეერივნენ ახალ კადრებს. მაგრამ ის, ვინც იყო პოლიტიკით დაკავებული, რა თქმა უნდა, დავატოვებინეთ სისტემა". – ამბობს თეა წულუკიანი. 

ამასთან ერთად, წულუკიანი შეეხო სპორტის დაფინანსების საკითხსაც და თქვა, რომ მომავალში კიდევ უფრო გაკონტროლდება ბიუჯეტის გადანაწილების საკითხი.

"როდესაც სამინისტროს მოაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა, მას უნდა მოჰყვეს კონტროლიც. სპორტის სფეროში რა ფულიც იდება, უფრო გაკონტროლდება. პირველად ვამბობ ამას ეთერში, ის კონტროლი, რაც არსებობდა, უფრო მეტ გაძლიერებას საჭიროებს. დაფინანსების კრიტერიუმს ერთად უნდა ჩავხედოთ, და სახსრები უნდა მიდიოდეს იმ განხრით, რაც ყველაზე საჭიროა სახელმწიფოს ზოგადი ინტერესისთვის". – ამბობს თეა წულუკიანი. 


იხილეთ გამოხმაურებები წულუკიანის ამ განცხადებაზე:

კომენტარები