კულტურის სამინისტრო

რაჭველიშვილი: სანამ კულტურას წულუკიანი მართავს, საქართველოში სცენაზე ჩემი ფეხი არ დადგება

ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე სანამ კულტურას წულუკიანი მართავს! გააგრძელეთ დუმილი! დღეს უკვე მოგვახსენა ყველას რომ მისი აზრის საწინაააღმდეგო არაფერი არ უნდა ვთქვათ თორე....

წერს ქართველი საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი Facebook-ზე. ახლად დანიშნულმა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ს ეთერში თქვა, რომ კულტურის სფეროში მისი დამოკიდებულება სხვა პარტიის მხარდამჭერი დასაქმებულების მიმართ არ შეიცვლება:

"თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის". – თქვა წულუკიანმა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა
პრემიერმინისტრის ბრძანების შესაბამისად, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების  შესრულებას 23 მარტიდან შეუდგა.

კომენტარები