ვაქცინაცია

NCDC: ანაფილაქსია ვაქცინის შესაძლო, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენაა, არ ნიშნავს უხარისხობას

NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, ანაფილაქსია დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა. ანაფილაქსიის პირველი სიმპტომებია მკვეთრი ადგილობრივი რეაქცია, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამოხატული სიფერმკრთალე, არტერიული წნევის ვარდნა. ანაფილაქსიური შოკი შესაძლოა ლეტალურადაც დასრულდეს.

ანაფილაქსია არის ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას.


საქართველოში 27 წლის ექთანს 18 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ, განუვითარდა "დაუყოვნებლივი რეაქცია", რაც ვაქცინაციის შემდეგ უიშვიათესი მოვლენაა. ექთანი ახალციხიდან თბილისში 18 მარტს გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება. მან გადაწყვეტილების მიზეზად ევროპის წამლის სააგენტოს განცხადება დაასახელა, რომლის მიხედვითაც ასტრაზენეკა არის უსაფრთხო ვაქცინა და "სარგებელი აჭარბებს რისკებს". მისივე თქმით, ექთნის მკურნალობის ტაქტიკას კონსილიუმი გადაწყვეტს. 

კომენტარები