AstraZeneca-ს ვაქცინა

ევროკავშირის მარეგულირებელი: AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია 

ფოტო: BBC.COM

ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოდ ცნო და თქვა, რომ ვაქცინასა და თრომბს შორის კავშირები არ დასტურდება. 

“ჩვენი კომიტეტი მივიდა მკაფიო სამეცნიერო დასკვნამდე, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. მისი სარგებელი გადაწონის შესაძლო რისკებს. კომიტეტმა ასევე დაასკვნა, რომ ვაქცინა ასოცირებული არ არის თრომბოემბოლიის რისკის ზრდასთან“. – თქვა ევროპის მედიცინის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ემერ კუკმა. 
 


ბრიტანეთის წამლისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს ინფორმაციით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა ვენებში სისხლის შედედებას იწვევს. 

კომენტარები