ვაქცინაცია

27 წლის ექთანი გარდაიცვალა

27 წლის ექთანს 18 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ, განუვითარდა "დაუყონებლივი რეაქცია", რაც ვაქცინაციის შემდეგ უიშვიათესი მოვლენაა. ექთანი ახალციხიდან თბილისში 18 მარტს გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექიმებთან წინასწარი საუბრით, ეს "დაუყონებლივი რეაქცია" ჰგავდა ანაფილაქსიურ შოკს, რაც ძალიან იშვიათად ვლინდება ვაქცინის გაკეთების შემდეგ.  

ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო ავრცელებს 7 მარტის მონაცემებით რამდენ ადამიანს გამოუვლინდა ანაფილაქსიურ შოკი. 7 მარტისთვის  AstraZeneca-ს 11.7 მილიონი დოზა უკვე იყო გამოყენებული, ხოლო ანაფილაქსიურ შოკი მხოლოდ 20 პირს გამოუვლინდა. 


ახალციხეში მომხდართან დაკავშირებით გაიმართა იმუნიზაციის საბჭოს სხდომა. როგორც სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება. მან გადაწყვეტილების მიზეზად ევროპის წამლის სააგენტოს განცხადება დაასახელა, რომლის მიხედვითაც ასტრაზენეკა არის უსაფრთხო ვაქცინა და "სარგებელი აჭარბებს რისკებს". მისივე თქმით, ექთნის მკურნალობის ტაქტიკას კონსილიუმი გადაწყვეტს. 

 

კომენტარები