ვაქცინაცია

ტიკარაძე: ანაფილაქსია არაა მხოლოდ ვაქცინის გართულება, წლის მანძილზე 60-80 შემთხვევა გვაქვს

ეს [ანაფილაქსიური რეაქცია] არ არის გართულება, რომელიც შეიძლება ახლდეს მხოლოდ ვაქცინაციას ან კონკრეტულად ასტრაზენეკას, ეს არის ერთ-ერთი ისეთი გართულება, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი სამედიცინო სფეროში. ჩვენ ასევე შევისწავლეთ საქართველოს სტატისტიკა და წლის მანძილზე გვაქვს 60-დან 80-მდე მსგავსი შემთხვევა, რომელიც, უბრალოდ, არ ხდება საზოგადოებისთვის და მედიისთვის ცნობილი.

ასევე, ჩვენ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები ასტრაზენეკასთან მიმართებით. 7 მილიონ ვაქცინირებულში მოხდა მხოლოდ 41 შემთხვევა, ამ 41-დან არც ერთი არ ყოფილა ლეტალური, აქედან გამომდინარე, ეს არ იძლევა ვაქცინაციის პროცესის შეჩერების საფუძველს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ახალციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით - 27 წლის ექთანს აცრიდან 30 წუთში გვერდითი მოვლენა განუვითარდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, " ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს რეაქცია ალერგიული იყო თუ სხვა ტიპის, სწრაფი რეაქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა. თუმცა, ექიმებთან წინასწარი საუბრით, ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას".

კომენტარები