ვაქცინაცია

იმნაძე: ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენმაც გამოიწვიოს

პირველ რიგში, მთავარია, ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად, დღეს ჩვენთვის, ყველასთვის ყველაზე მთავარია, ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად.

მეორეა ის, რომ სამწუხაროდ, ანაფილაქსიური რეაქცია თანმდევია არა მარტო ნებისმიერი წამლის, ან ნებისმიერი ვაქცინის, არამედ, როგორიც არის, ვთქვათ, ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენი

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ახალციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით - 27 წლის ექთანს აცრიდან 30 წუთში გვერდითი მოვლენა განუვითარდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, " ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული რეაქცია თუ სხვა ტიპის, სწრაფი რეაქცია შეიძლება იყოს სხვადასხვა. თუმცა, ექიმებთან წინასწარი საუბრით, ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას". ახალგაზრდა ქალი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კომენტარები