ვაქცინაცია

NCDC: აცრილია 3 674 სამედიცინო პერსონალი, პორტალზე დარეგისტრირდა 5 250 პირი

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან მეექვსე დღეს სპეციალურ პორტალზე [Booking.Moh.Gov.ge] დარეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორში მომუშავე 5 250 პირი. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 674 -მა მედიცინის მუშაკმა გაიკეთა. ბოლო მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) გამოაქვეყნა.

ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყანა გააფრთხილა, რომ ასტრაზენეკასთან დაკავშირებული შიშების გამო ვაქცინაციის კამპანია არ შეაჩერონ. ბოლო ხანებში გაჩნდა შიშები, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა სისხლის თრომბის წარმოქმნას იწვევს, რაც არასაკმარის მონაცემებს ეყრდნობა.

ბრიტანეთის წამლისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს ინფორმაციით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა ვენებში სისხლის შედედებას იწვევს.

კომენტარები