ნიკა მელიას საქმე

თალაკვაძე მელიას: თუ ხედავ, რომ შენი საკითხი მოლაპარაკებას ბლოკავს, უნდა გადაიხადო ეს გირაო

როდესაც შენ [ნიკა მელია] ხედავ, რომ შენი საკითხი მთავარი პოლიტიკური მოლაპარაკებების დაბრკოლებაა და მთავარ პოლიტიკურ მოლაპარაკებას ბლოკავს, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გირაოს გადახდა არ გინდა, ელემენტარული პასუხისმგებლობაა, რომ გამობრძანდე და გადაიხადო ეს გირაო და თქვა უნდა სამართლიანად, რომ ჩემი საკითხი აფერხებს ქვეყნისთვის საჭირო შეთანხმებას, ამიტომ მე მინდა, მოვხსნა ჩემი საკითხი ამ დღის წესრიგიდან და მე გადავიხდი გირაოს. არც ეს არ გააკეთეს, არც მისმა მეგობრებმა გადაუხადეს და კიდევ შემოვლითი გზით და კიდევ უფრო რთული და დამაზიანებელი გზით ითხოვდნენ ამ საკითხის გადაწყვეტას.

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს ისაუბრა. გუშინ, 18 მარტს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ. 9-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ "ოცნების" წარმომადგენლებს მათ მთავარ მოთხოვნებზე -  პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე "სრულიად შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ" და ამ თემებზე "გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება" აკრძალული აქვთ.  მათივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტი რამდენჯერმე "გაფუჭდა", რადგან ქართული ოცნების "პრეტენზიები ამოუწურავი იყო". 

დღეს, 19 მარტს, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ანგარიშის ჩასაბარებლად ბრიუსელში გაემგზავრა.

კომენტარები