პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: შეთანხმების დოკუმენტი რამდენჯერმე გაფუჭდა, "ოცნების" პრეტენზიები იყო ამოუწურავი

მოლაპარაკებების პროცესი არცერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიციები. მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს მთელი ამ დღეების განმავლობაში, რომ დაედოთ დოკუმენტი, რომელზეც ქართულო ოცნების მხრიდან იქნებოდა თანხმობა. მათი პრეტენზიები იყო ამოუწურავი და, საბოლოო ჯამში, მოხდა ის, რაც მოხდა და დასრულდა ეს მოლაპარაკებები. მე არ მჯერა, რომ ქართულ ოცნებას, ამ ხალხს არ ესმის, რას ნიშნავს ამხელა ყურადღება მთელი დასავლეთის ამ პროცესზე. არ ესმით, რას ნიშნავს, რომ პროცესში ჩართული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და მან საკუთარ თავზე აიღო ეს პასუხიმგებლობა და საკუთარი და ევროკავშირის რეპუტაცია დადო სასწორის პინაზე. ერთადერთი ახსნა ამ ყველაფერს აქვს ის, რომ ამ ხალხს ფეხზე ჰკიდია ევროკავშირი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, რეპუტაციაც და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებიც...

მომლაპარაკებლების მცდელობა იყო რომ მიეღწიათ ისეთი დოკუმენტისთვის, რომელზეც ქართული ოცნება მაინც იქნებოდა თანახმა. დოკუმენტი რომელსაც ისინი გვთავაზობდნენ, რამდენჯერმე გაფუჭდა. ჩვენთვის ამოუხსნელი იყო რატომ ხდებოდა ეს, მაგრამ მერე ცხადი გახდა, რომ ქართული ოცნება არ თანხმდებოდა არაფერზე. საუბარი იმაზე კი არ იყო, რომ რაიმე კომპრომისზე წამოსულიყვნენ, არაფერ რაციონალურზე ისინი თანახმა არ იყვნენ. არაფერზე საერთოდ. 

გირჩი- მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე მედიატორების მონაწილეობით ქართულ ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ. ცხრასაათიანი შეხვედრის მიუხედავად, მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ ვერ შედგა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად ბრუნდება.

კომენტარები