აშშ-რუსეთი

ბაიდენის ადმინისტრაციამ პუტინს დებატებზე უარი უთხრა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჯო ბაიდენი დებატებში გამოიწვია.

"მე მინდა, ჯო ბაიდენს ჩვენი დისკუსიის გაგრძელება შევთავაზო, ოღონდ ერთი პირობით, დებატები პირდაპირ ეთერში უნდა გაიმართოს. ეს რუსეთისა და ამერიკის მოსახლეობისთვის საინტერესო უნდა იყოს". - თქვა ვლადიმირ პუტინმა. 

ბაიდენის ადმინისტრაციამ პუტინს მალევე უპასუხა უარით. მათი თქმით, ჯო ბაიდენი ახლა ძალიან დაკავებულია. 


ჯო ბაიდენმა abc NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, თვლის თუ არა იგი პუტინს მკვლელად, დადებითად უპასუხა. ასევე თქვა, რომ პუტინი აშშ-ს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო პასუხს აგებდა.

ამის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ აშშ-დან საკუთარი ელჩი კონსულტაციისთვის გამოიძახა.

18 მარტს ვლადიმირ პუტინმა ბაიდენის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა. "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის" - თქვა მან ჯო ბაიდენზე. 

კომენტარები