ვაქცინაცია

ცერცვაძე: უარყოფითი გარღვევა დაგვემართა მარტო ვაქცინის შემოტანის კომპონენტში

ჩვენ ჩამოვრჩით, უარყოფითი გარღვევა დაგვემართა ერთ კომპონენტში, მარტო ვაქცინის შემოტანის კომპონენტში, ცუდია და ამას ყველა აღიარებს, მაგრამ არ შეიძლება ასე თქმა, რომ რახან ერთ კომპონენტში ვართ წარუმატებელი, არაფრად არ უნდა ჩავაგდოთ ყველა დანარჩენ კომპონენტში წარმატება. როგორ, ვაქცინის შემოტანა-არშემოტანა ხომ არ ცვლის ყველაფერ იმას, რასაც აქამდე მივაღწიეთ? ერთ კომპონენტში ჩამოვრჩით სხვა ქვეყნებს, სხვა ყველა კომპონენტში ვუსწრებთ, არ არის ეს დასაფასებელი?

პირობითად რომ ვთქვათ, არ არის სწორი, საფეხბურთო გუნდმა მოიგოს 20 შეხვედრა საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან, წააგოს ერთი შეხვედრა და ამიტომ ის ჩავდოთ მიწაში...

თქვა ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები