ადამიანები საქართველოში და თბილისში, თქვენ წარმოიდგინეთ და, ვიღაცის ახლობლები არიან. ზოგი შეიძლება მოგეწონოთ, ზოგი არ მოგეწონოთ, მაგრამ ფაქტია, რომ სამართლის წინაშე ისინი პასუხს აგებენ. ფაქტია, რომ, როდესაც, ვთქვათ, ორმაგი სტანდარტი არ უნდა მუშაობდეს საქართველოში. პოლიტიკურად ანგაჟირებულია დამოკიდებულებები, მათ შორის თქვენი ტელევიზიის [ფორმულას] მხრიდან. დღეს დილით ვუყურე შეფასებას, რომელიც ერთ-ერთ არხს ჰქონდა, რომ თითქოს პოლიტიკოსების განცხადებები ჟურნალისტების მიმართ, ან მათთან კამათი განაპირობებს ამ ჟურნალისტების მიმართ საზოგადოების აგრესიას. გამოდის, რომ, თუ ვეუბნები ერთ-ერთ არხს, რომ ის არის "გლავკანალის" წარმომადგენელი, ეს აგრესიას განაპირობებს მის მიმართ და ის, რომ გავრილოვს მიწერს დაბლა, ეს ჩემს მიმართ არავის აგრესიას არ განაპირობებს.
tbl.ge/5fwl
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელ პირზე გააკეთა კომენტარი. გავრცელებული ინფორმაციით სანაიაზე ერთ-ერთი თავდამსხმელი, ვაჟა გიგაური, კორცხელის ინციდენტში მონაწილე გიორგი გიგაურის ახლობელია.
ამავე თემაზე
- ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან
- მდინარაძე ჟურნალისტებზე: ტყუილია, რომ საყვედური თუ წამოგვცდა, რაღაცის წახალისებაა
- სუბარი სანაიაზე: სიძულვილის ენა თქვენი კოლეგებისგან [ჟურნალისტებისგან] რაც ისმის, ისეთი უნდა
- მეუფე მელქისედეკი სანაიაზე: უმკაცრესი დაგმობაა საჭირო, რათა ძალადობა მხარდაჭერილი არ იყოს
- FORMULA: სანაიაზე ძალადობას ხელისუფლებას ვაკისრებთ, დაუსჯელობა ხელს უწყობს აგრესიის ციკლს