ნიკა მელიას დაკავება

ბალტიის ქვეყნები: მელიას დაკავება გვაშფოთებს, დიალოგის ძირის გამოთხრის საფრთხეს ქმნის

ევა-მარია ლიიმეტსი, ედგარს რინკევიჩი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევა-მარია ლიიმეტსმა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს საქართველოში პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური სიტუაციის გამო და დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, იმოქმედოს თავშეკავებულად, სიტუაციის დეესკალაციისა და კონსტრუქციული გადაწყვეტის მოსაძებნად საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. ამჟამინდელი კრიზისის გადასაწყვეტად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური დიალოგის კრიტიკულ მნიშვნელობას. 

ჩვენ შეშფოთებული ვართ მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას, დაკავებით. ეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობის ძირის გამოთხრის საფრთხეს ქმნის.

ჩვენ გვჯერა საქართველოს მომავლის, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოსი.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, თავიანთი ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას დაუკავშირონ და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიზანს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკის ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად" - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები