ჟურნალისტზე თავდასხმა

თალაკვაძე: ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას

ტაბულა

"ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტიანი რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს". – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას.

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს, ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს თავს დაესხნენ. როგორც ჟურნალისტი მთავარ არხთან საუბარში ამბობს, მას დაზიანებები თავსა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტზე დაკავებულია 3 ადამიანი.

რას ყვება ვახო სანაია თავდასხმის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.


მომდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები