კომენდანტის საათი

კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება

კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

28 ნოემბრიდან, საქართველოში კომენდანტის საათი 21:00-დან 05:00-მდე მოქმედებს. იქამდე, სამი კვირის განმავლობაში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა 22:00-დან იწყებოდა.

რამდენიმე კვირის წინ, NCDC-ის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ თქვა, რომ კომენდანტის საათს "ალბათ, ყველაზე ბოლოს" მოხსნიან. მას არ ჰგონია, რომ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა აპრილშიც გაგრძელდება, თუმცა, აღნიშნა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი სიტუაცია იქნება. ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, კომენდანტის საათი მაშინ მოიხსნება, "როდესაც ეპიდსიტუაცია მყარად სტაბილური იქნება".

კომენტარები