მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა მოსახლეობის შეკვეთა და საზოგადოების განწყობა, რომელიც დაიღალა ამდენი შეზღუდვებით, რასაც თან ახლავს ეკონომიკის რეცესია, შემოსავლების შემცირება. ელემენტარულად, ადამიანებს მოენატრათ ნორმალური ცხოვრება, სპორტული და კულტურული ღონისძიებები, მეგობრებთან შეხვედრა, ამიტომაც მცირდება შეზღუდვები. ერთადერთი შეზღუდვა ახლა კომენდანტის საათია და ისიც ხანმოკლე. განიხილება მისი მოხსნაც. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია არსებული სტაბილური მდგომარეობის დინამიკაზე. მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში, თუ ეპიდემიოლოგიურმა დინამიკამ მოგვცა ამის საშუალება. თუ დინამიკა მზარდი იქნება, ვერ შევძლებთ შემსუბუქებას. მე იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს დაღმავალი ტრენდი და ასეთ შემთხვევაში, ის ერთადერთი შეზღუდვაც, რაც არის კომენდანტის საათი, მოიხსნება
tbl.ge/5l6m
დაკოპირდა

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
ამავე თემაზე
- გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა, ამაღამ 23:00-ზე კომენდანტის საათი აღარ დაიწყება
- 1-ლი ივლისიდან კომენდანტის საათი მოიხსნება
- ამირან გამყრელიძე: კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება
- 17 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი 23:00-მდე იმუშავებს
- "თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა!" – გირჩი - მეტი თავისუფლება კომენდანტის საათს გააპროტესტებს