კომენდანტის საათი

17 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი 23:00-მდე იმუშავებს

ტაბულა

დღეიდან, 17 მაისიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 23:00-მდე იმუშავებს. თბილისის მუნიციპალიტეტმა ეს გადაწყვეტილება კომენდანტის საათის გადაწევის შესაბამისად მიიღო.

რაც შეეხება საბაგირო გზებს, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს. 

"კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადგილების აუცილებლობას გულისხმობს. ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება". – აცხადებს მერია.

კომენტარები