კომენდანტის საათი

გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა, ამაღამ 23:00-ზე კომენდანტის საათი აღარ დაიწყება

Mzia Saganelidze / (RFE/RL)

გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა, ამაღამ 23:00-ზე კომენდანტის საათი აღარ დაიწყება.

გადაადგილებაზე შეზღუდვა ოფიციალურად 1-ელი ივლისიდან უქმდება, თუმცა, საქართველოს მთავრობამ დააზუსტა, რომ 30 ივნისის საღამოს 23:00 საათიდან 1-ელი ივლისის 00:00-მდე, კომენდანტის საათი არ იმოქმედებს.

"პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე. პრაქტიკულ განზომილებაში იქნება შემდეგი რამ – 30 ივნისს, საღამოს 11 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. შეზღუდვა იქნება 30 ივნისს დილის საათებში, ანუ 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, ხოლო 30 ივნისის საღამოს 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს". – განმარტა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ. 

კომენდანტის საათი საქართველოში ნოემბრიდან მოქმედებდა. დარღვევაზე ჯარიმა 2 000 ლარი იყო, თუმცა, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, გადაუხდელ ჯარიმებს ამნისტია შეეხება.

კომენტარები