ნიკა მელიას დაკავება

ხელაშვილი საერთაშორისო შეფასებებზე: არ დავიწყოთ ფუნთუშაში ქიშმიშების ძებნა

ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, რომ როცა საერთაშორისო გზავნილებზე ვსაუბრობთ, არ დავიწყოთ ფუნთუშაში ქიშმიშების ძებნა და რაც გვაწყობს იმის ამოღება.

როცა დასავლეთი ოპოზიციას მოუწოდებს, შემოვიდეს პარლამენტში, ჩაერთოს მოლაპარაკებებში, იყოს კონსტრუქციული, თუ მთავრობის კრიტიკაზე ვსაუბრობთ და გვინდა, ეს კრიტიკა მთავრობამ გაიზიაროს, მაშინ თავის მხრივ, ოპოზიციამაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

არ შეიძლება დამოკიდებულება, ეს მაწყობს და ეს არის კარგი, მაგრამ მეორე წუთში ყური მოვუყრუო. ანუ, ერთ შემთხვევაში, ვაქო და ვადიდო საელჩო ან სახელმწიფო დეპარტამენტი და მეორე შემთხვევაში, გამოვაცხადო რუსეთის აგენტად. ეს არის წარმოუდგენელი რამე. ამაზე საუბრობდა ირაკლი ღარიბაშვილი, როცა ნამდვილ დიალოგზე ილაპარაკა. რა არის ნამდვილი დიალოგი? დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, სისტემურ, სტრუქტურულად გამართულ ტერმინებში...

ამბობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ქართული ოცნების წევრი, გიორგი ხელაშვილი.  ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებები წაიკითხეთ აქ.

კომენტარები