ნიკა მელიას დაკავება

სახ. დეპარტამენტი კრიზისზე: საიდუმლო არაა, ჩვენ რა გვსურს, დავაკვირდებით ასე იქნება თუ არა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ყოველდღიური საინფორმაციო ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე - უქმნის თუ არა საფრთხეს ნიკა მელიას დაკავებას საქართველოს მისწრაფებას ნატოსკენ, უპასუხა:

"რაც ბოლო დღეებში ვნახეთ, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. ამის მიღმა კომენტარის გაკეთება არ მსურს. ვიტყვი იმას, რომ ახლოდან დავაკვირდებით მოვლენებს მომდევნო საათებსა და დღეებში. საიდუმლო არაა, რა გვსურს, რომ მოხდეს და ვნახავთ, ასე იქნება თუ არა". – თქვა მან.

23 თებერვალს ნედ პრაისმა ყოველდღიური საინფორმაციო ბრიფინგი სწორედ საქართველოს თემით დაიწყო.

მოგვიანებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მელიას დაკავების შესახებ კიდევ ერთ განცხადება გაავრცელა

პრაისის განცხადებას გამოეხმაურა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი Twitter-ზე.

"ჩვენ შეშფოთებული ვართ ნიკა მელიას დაკავებით. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თავიდან აიცილონ ვითარების გამწვავება და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს დემოკრატიას". – წერს ის.

კომენტარები