ნიკა მელიას დაკავება

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველი: შეშფოთებული ვართ ნიკა მელიას დაკავებით

ჯეიკ სალივანი
NPR

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე გამოეხმაურა.

"ჩვენ შეშფოთებული ვართ ნიკა მელიას დაკავებით. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თავიდან აიცილონ ვითარების გამწვავება და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს დემოკრატიას". – წერს ის.

სალივანი გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას Twitter-ზე, სადაც ის წერს:

"ღრმად შეშფოთებული ვართ ნიკა მელიას და სხვა ოპოზიციონერების დაკავებით საქართველოში. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თავიდან აიცილონ ქმედებები, რომლებიც კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას და ჩაერთონ მოლაპარაკებებში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად".

23 თებერვალს ნედ პრაისმა ყოველდღიური საინფორმაციო ბრიფინგი სწორედ საქართველოს თემით დაიწყო.

მოგვიანებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მელიას დაკავების შესახებ კიდევ ერთ განცხადება გაავრცელა

ჟურნალისტის კითხვაზე - უქმნის თუ არა საფრთხეს ნიკა მელიას დაკავებას საქართველოს მისწრაფებას ნატოსკენ, პრაისმა უპასუხა:

"რაც ბოლო დღეებში ვნახეთ, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. ამის მიღმა კომენტარის გაკეთება არ მსურს. ვიტყვი იმას, რომ ახლოდან დავაკვირდებით მოვლენებს მომდევნო საათებსა და დღეებში. საიდუმლო არაა, რა გვჯერა, რომ უნდა მოხდეს და ვნახავთ, ასე იქნება თუ არა".

კომენტარები