ნიკა მელიას დაკავება

მაკფოლი: საქართველო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული აშშ-ზე, ბაიდენმა ეს უნდა გამოიყენოს

ამერიკელი დიპლომატი და აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, მაიკლ მაკფოლი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"აშშ-ს პოლიტიკას გაცილებით უფრო ფართო და დიდი შესაძლებლობები აქვს, დაეხმაროს დემოკრატიას საქართველოში, ვიდრე რუსეთში, ბელარუსში ან თუნდაც ბირმაში (მიანმარში). საქართველო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული აშშ-ს სამხედრო, ეკონომიკურ და დიპლომატიურ დახმარებაზე. ბაიდენმა და მისმა გუნდმა ეს ბერკეტი ახლა უნდა გამოიყენონ". – წერს მაკფოლი Twitter-ზე.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები ენმ-ის ოფისში 23 თებერვლის დილას შევიდნენ და ნიკა მელია დააკავეს. ადგილზე მყოფი ადამიანების თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის ოთახში შეჭრილმა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

კომენტარები