ვერაფერ ახალს ვერ გეტყვით, გარდა იმისა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ სივრცე რაიმე შეთანხმებისთვის შეამცირა და შეავიწროვა ქართულმა ოცნებამ, ამიტომ ჩვენი პოზიცია არის ნათელი, ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე, მაგრამ იმისთვის, რომ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს, ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რაც ეხება პოლიტპატიმრების თემას. ეს თემა თუ არ დაიხურა, ვერანაირი მოლაპარაკებები, ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს და ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. არსებობს 2 მთავარი საკითხი, პოლიტპატიმრების, როგორც მელიასი, ასევე გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რათა ჩვენ ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება, რა მექანიზმებით და რანაირად შეიძლება დასავლეთმა უზრუნველყოს კიდევ უფრო დიდი ზეწოლა ქართულ ოცნებაზე, იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ შესაბამისი შედეგი, რადგან ყველას ესმის, რომ დღეს პოლიტიკური ჩიხი შექმნა ქართულმა ოცნებამ და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ ჩიხიდან ვაიძულოთ ქართული ოცნება, რომ გამოიყვანოს ჩვენი სახელმწიფო...
ნიკა მელიას დაკავება
სამადაშვილი: ჩვენი პოზიციები უცვლელია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები
tbl.ge/5fpv
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის სახლში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სალომე სამადაშვილინიკა მელიანიკა მელიას დაკავებაენმქართული ოცნებაკარლ ჰარცელიოპოზიციაბოიკოტიარჩევნები 2020გავრილოვის ღამეერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ამავე თემაზე
- წულუკიანი მელიაზე: ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა
- ზარქუა მელიას დაკავებაზე: ევროპული სტანდარტის საპოლიციო ღონისძიება იყო
- სუბარი მელიას დაკავებაზე: თამაშის გარეშე ვამბობ – უმაღლეს დონეზე შესრულებული ოპერაციაა
- პავილიონისი აშშ-ს: სად არიან მაკკეინები? არაა საკმარისი ის, რასაც აკეთებთ კრიზისზე
- უილსონი: ქართველებისთვის ცხადია, რომ მათი ინსტიტუტები არ მუშაობს