ნიკა მელიას დაკავება

ანნ ეპლბაუმი: რუსული გავლენის ქვეშ მყოფი ძალები ახრჩობენ დემოკრატიას საქართველოში

ოპოზიციის ლიდერი დააკავეს პირდაპირ ეთერში. რუსული გავლენის ქვეშ მყოფი ძალები ახრჩობენ დემოკრატიას საქართველოში, ისევე როგორც ბელარუსში და თვითონ რუსეთშიც.

გამოცემა Atlantic-ის ავტორი, ენ ეპლბაუმი ნიკა მელიას დაკავებას ტვიტერზე გამოეხმაურა. ეპლბაუმი სხვადასხვა წლებში მუშაობდა ისეთი გამოცემებისთვის როგორიცაა - The Economist, The Spectator, The Washington post. ასევე, ის ავტორია რამდენიმე წიგნისა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ეპლბაუნმა 2004 წელს პულიცერის პრემია მიიღო წიგნისთვის გულაგის ისტორია.

კომენტარები