ნიკა მელიას დაკავება

კობახიძე მელიაზე: სახელმწიფოს ღირსების დაცვა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას

ქართული საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ სახელმწიფოს ღირსების დაცვა, კანონის აღსრულება და პოლიტიკის დეკრიმინალიზაცია არათუ ხელს არ შეუშლის, არამედ, პირიქით, ხელს შეუწყობს პოლარიზაციის ხარისხის თვისებრივ შემცირებას ჩვენს ქვეყანაში.

სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის მთავარი  გარანტია იმისა, რომ ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციას ვერაფერი შეაფერხებს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას პასუხობს. ენმ-ის თავმჯდომარის დაკავებაზე აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში, უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.

კომენტარები