ნიკა მელიას დაკავება

შსს: ენმ-ს ოფისიდან სერვერები მიმდინარე გამოძიებისთვის ამოვიღეთ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან სერვერები მიმდინარე გამოძიებისთვის ამოიღეს. 

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად პარტიის წევრმა, ხატია დეკანოიძემ გაავრცელა. 

"დარბეულია მთელი ოფისი, წაღებულია სერვერები და არქივი განადგურებული..." – დაწერა მან. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი დღეს, 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამაცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. 

კომენტარები