ნიკა მელიას დაკავება

ხუნდაძე მელიას დაკავებაზე: ქვეყანაში კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს

რა თქმა უნდა, ჯობდა, რომ ნიკანორ მელია დამორჩილებოდა კანონს, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მაგრამ მან ეს მოისურვა, ეს იყო მათი დესტრუქციული გეგმის ნაწილი, რომ უნდა შემდგარიყო აურზაური, რომელიც არ შედგა. პოლიციამ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენა. პრაქტიკულად არაა დაზიანებები. მცირედი ტრამვებია მხოლოდ, არიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მითუმეტეს არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვფიქრობ, რო დღეს უკვე გაეწერებიან ბინაზე. 

რა თქმა უნდა, უმთავრესი არის ის, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ...

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. ენმ-ის თავმჯდომარის დასაკავებლად სპეცრაზმი ოპოზიციური პარტიის ოფისში შევიდა. 

კომენტარები