ნიკა მელიას დაკავება

სამართალდამცველებმა ენმ-ს ოფისში შეკრებილებს 30-წუთიანი ულტიმატუმი წაუყენეს

ტაბულა

სამართალდამცავი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილებს 30-წუთიანი ულტიმატუმი წაუყენეს, იმისათვის, რომ ოფისი დატოვონ. პოლიციელებმა განჩინება უკვე გადასცეს ნიკა მელიას ადვოკატებს. ისინი მის დაკავებას გეგმავენ, თუმცა, ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ ისინი ოპოზიციონერ კოლეგას ფიზიკურად დაიცავენ. 

სამართალდამცველებმა ოპოზიციური პარტიის ოფისთან მობილიზება დილის 07:30 საათისკენ დაიწყეს. 

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა დაამტკიცა, ენმ-ს ოფისში შეკრებილი ოპოზიციური ლიდერები და მედია მთელი ღამის განმავლობაში ელოდნენ, როდის მივიდოდნენ სამართალდამცველები ოპოზიციური პარტიის ოფისში.  

16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები არიან შეკრებილები. ისინი ამბობენ, რომ არ გაატანენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ.

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს.

კომენტარები