სამთავრობო ცვლილებები

ცქიტიშვილი: ბატონ ირაკლის გულწრფელად ვთხოვე, მომცეს საშუალება დავუბრუნდე ოჯახს

15 წელია, ვიცნობთ ერთმანეთს. ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს ჯერ კიდევ მაშინ, როცა საერთაშორისო ფონდ ქართუში ერთად ვმუშაობდით, ასევე მაშინ, როდესაც ბატონი ირაკლი მთავრობის მეთაური იყო, მოგეხსენებათ, რომ მაშინ მას ვეხმარებოდი, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და შესაბამისად, გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება მე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და შესაბამისად, ჩემი ცხოვრების ის 9-წლიანი პერიოდი დავასრულო ამით...

პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მოქმედ კაბინეტში მხოლოდ მაია ცქიტიშვილი შეიცვლება, რეგიონული ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს მისი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს.

კომენტარები